სამუშაო საათები 09:00 -18:00

ბებიფენი

ტკივილგამაყუჩებელი და  სიცხის დამწევი საშუალება

 

შემადგენლობა: 5 მლ/პარაცეტამოლი162.5მგ+ იბუპროფენი  100.0 მგ

 

ბებიფენი არის იბუპროფენისა და პარაცეტამოლის კომბინაცია - ანთების საწინააღმდეგო,  სიცხის დამწევი და ტკივილაგმაყუჩებელი  მოქმედებით. 

 

 ხშირად  მხოლოდ პარაცეტამოლის ან მხოლოდ იბუპროფენის  გამოყენება არ არის საკმარისი  თერაპიული ეფექტის მისაღწევად.  ხოლო მათი  ერთდროული გამოყენება ცალკეული  მედიკამენტების  სახით, დაკავშირებულია ერთი ან მეორე კომპონენტის  არასწორი დოზის მიცემის რისკთან.


ასეთ  შემთხვევაში  ბებიფენი საუკეთესო გამოსავალია, ვინაიდან მისი თითოული  კომპონენტი უკვე დოზირებული სახითაა, რაც  გამორიცხავს  დოზის გადაჭარბების რისკს და უზრუნველყობს გარანტირებულ სიცხის დამწევ და სწრაფ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

 

ბებიფენი გამოიყენება:

11. ცხელების მოსახსნელად :

·         მაღალი ტემბერატურა  გრიპის,  გაციების და სხვადასვა ინფექციების დროს

·         პოსტ-იმუნიზაციური ცხელება

 

2. ტკივილის მოსახსნელად:

·         თავის, ყელის,  ყურის,  კბილის ტკივილი

·         მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კუნთებისა და სახსრების ტკივილი

·         მცირე ტრავმები, მყესის,  კუნთიების დაჭიმულობა და ა.შ

 

დოზირება და მიღების წესი: 

 

წონა*

ასაკი

ერთჯერადი  დოზა

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა

30 - 40 კგ

10-12 წელი

15 მლ

15 მლ X 3

21-29კგ

7-9   წელი

10მლ

10მლ X 3

16-20კგ

4-6  წელი

7,5მლ

7,5მლ X 3

10-15კგ

1-3  წელი

5მლ

5მლ X 3

7.7-9 კგ

6 თვიდან 1 წლამდე

2,5მლ

2,5მლ X 3

*დოზის გამოთვლა ხდება არა ასაკის, არამედ ბავშვის წონის საფუძველზე

 

ბებიფენის ერთჯერადი დოზა  მიიღება სჭიროების მიხედვით  1 - 3 ჯერ დღეში.

მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს  არაუმცირეს  6 საათისა.

გამოყენებამდე  შეანჯღრიეთ ფლაკონი. 

 

 

სიცხის დამწევი მედიკამენტები უნდა მიეცეს ბავშვს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში!

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავური დარღვევები, პეპტიკური წყლული, გულისრევა და ღებინება. გვერდითი ეფექტები უნდა მოიხსნას პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ სიმპტომები კვლავ სახეზე იქნება, კონსულტაციისთვის მიმართ ექიმს.

 

 

წამლის ფორმა და შეფუთვა:  100 მლ ბოთლი, საზომ ჭიქასთან ერთად.

 მწარმოებელი კომპანია:  „მედეორ ლაიფე ქეარ“