სამუშაო საათები 09:00 -18:00

ლაქტოფარი


დიარეის სიმპტომური და ეტიოპათოგენეზური სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

საქარომიცესი ბულარდი - (Saccharomyces bullardii) - 250 მგ

სააფთიაქო გვირილა (Matricaria recutita) - 100მგ

ფარმაკოლოგიური  თვისებები:


ლაქტოფარი აწესრიგებს ნაწლავის PH,   რაც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის დათრგუნვას.
ლაქტოფარი დადებითად მოქმედებს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

ზრდის ადგილობრივ  იმუნიტეტს   სტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის (IgA) გამომუშავებას და აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ნაწლავებში, რითაც, ბლოკავს ვირუსის ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სწრაფად აღადგენს მას.

ავლენს ანტიტოქსიურ  მოქმედებას  განსაკუთრებით Clostridium difficile- ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები.

ავლენს პირდაპირ ანტიმიკრობულ მოქმედებას, როგორც პათოგენური, ასევე პირობით პათოგენური ბაქტერიების მიმართ: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica), Enthamoeba hystolitica, Lambliae.

 

ჩვენება:

მწვავე  ინფექციურ დეარეა (ბაქტერიული ან ვირუსული)

ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ფსევდომემბრანული  კოლიტის და  რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

აკნე (როგორც დამხმარე თერაპია)

 

 

 

გამოყენების  წესი  და  დოზირება:

ლაქტოფარის  მიღება რეკომენდირებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე საკმაო ოდენობის  (1 ჭიქა) წყლის მიყოლებით:  3 წლამდე ასაკის ბავშვებში - ½  კაფსულა  2 -ჯერ დღეში. 3-12 წელი - 1  კაფსულა   2 -ჯერ დღეში.  12 წელი და ზევით - 1 -2  კაფსულა   2 -ჯერ დღეში. 

მწვავე დიარეის შემთხვევაში:  3-5 დღე.

დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე

საპროფილაქტიკოდ, მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

 

გამოშვების ფორმა:  შეფუთვაში 10 კაფსულა.
მწარმოებელი:  SOLEPHARMA . ლატვია