სამუშაო საათები 09:00 -18:00

 

 

 

კომპანია  დაარსდა 1997 წელს,  რომელიც წლების განმავლობაში  წარმატებით  აგრძელებს თავის საქმიანობას  სამედიცინო სფეროში. დღეისთვის იგი ერთ-ერთი წარმატებული ფირმაა აზერბაიჯანში.  2010  წელს  კომპანია იწყებს მოღვაწეობას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე „ეიჩ-ბი ჯორჯია“-ს  სახელით.  ჩვენმა  წარმატებულმა მუშაობამ  განაპირობა  ფირმის გაფართოება და  2016  წელს საქართველოს ბაზარზე წარსდგა კიდევ ერთი ახალი კომპანიის  -აისიმედი“-ს  სახელით.

ISIMED ახორციელებს ხარისხიანი და  ინოვაციური მედიკამენტების იმპორტსა და დისტრიბუციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.  კომპანია დაკომპლექტებულია  გამოცდილი და კვალიფიციული კადრებით.   დღეისთვის მარკეტინგისა და გაყიდვების   განყოფილება  წარმოდგენილია 60 თანამშრომლით. ჩვენი გუნდის ეფექტური  მუშაობა  დამყარებულია ადამიანურ ურთიერთობებსა  და მეგობრობაზე.  

ჩვენს მუშაობაში მთავარია: პროფესიონალიზმი, ერთიანობა და  ჩვენი მოქმედების ეთიკური მხარერაც საშუალებას გვაძლევს  ვიყოთ საიმედო  პარტნიორები,  შევინარჩუნოთ ექიმებისა და მომხმარენლის ნდობა.

 

 

ხედვა:

ჩვენი მამოძრავებელი ძალაა  სწრაფვა პროგრესისადმი, მუდმივი წინსვლა და ზრდა.

მნიშვნელივანია ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების ძიება და წარმატებით დანერგვა!  

და რაც მთავარია:  ჩვენი მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების მიწოდება.

 

 

მიზანი:

ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და მაღალკვალიფიციური გუნდის წყალობით  გავხდეთ ლიდერი ფარმაცევტური კომპანია

საქართველოში გაყიდვებისა და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობით.

 

პარტნიორები:

ჩვენი  პარტნიორები არიან   მსოფლიოს ფარმაცევტულ  ბაზარზე  აღიარებული   კომპანიები: 

Biofarma  (Turkey);  Solepharm (Latvia);  Macleods Pharmaceuticals Ltd. (India )       Kolpmar pharm (Korea)ABC farmaceutici  (Italy)

Claris Lifesciences Limited  (India);    Valentis   (Swizerland);  1A Pharma (Germany)TAI GUK PHARM. (Korea); Medeor (India)